ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აშშ-ს საჰაერო დარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა


პასკისტანის ოფიცილაური პირები იტყობინებიან, რომ სულ ცოტა 13 ადამინი დაიღუპა აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად. შეტევა ჩრდილოეთ ვაზირისტანში მეამბოხეთა სამალავზე განხორციელდა.

ოფიცილაური პირების განცხადებით რაკეტა ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებელ სახლს მოხვდა პარასკევს გამთენიისას. მათივე განცხადებით დაღუპულთა შორის არის ქალი და ბავშვი. ეს რეგიონი ავღანური წარმოშობის

თალიბთა ლიდერის ჯალალიდინ ჰაქანისა და მისი ვაჟის სირაჯის დასაყრდენია. მათ ბრალი ედებათ თავდასხმების ორგანიზებაში, რომლებიც მეზობელ ავღანეთში ხორციელდება. მსგავსი შეტევა აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით 5 აგვისტოს, პაკისტანის თალიბთა ლიდერის ბაიტულა მეჰსუდის მიმართაც განხორციელდა. სავარაუდოდ ამ შეტევის დროს იგი გარდაიცვალა, რასაც უარყოფენ თალიბები.

პარასკევს მომხდარი ინცინდენტიდან რამოდენიმე ხანში უიშროების ძალებმა განაცხადეს, რომ მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, რომლის დროსაც დაიჭრა 3 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG