ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სტალინსა და ჰიტლერს შორის ხელშეკრულების დადებას ამართლებს


17 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყებამ ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ დოკუმენტაციის დეკლასიფიკაციამ გამოაცვლინა ის, რომ 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი საბჭოთა კავშირისთვის თავდაცვის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენდა. საერთოდ რუსეთის მთავრობა სტალინისა და მისი ეპოქის გამართლებას ცდილობს და სააგენტოს ეს დემარშიც სწორედ ამ ტენდენციას გამოხატავს.

გასულ მაისს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების უარყოფა დანაშაულად ჩაითვლება.

იმავე მაისის მიწურულს კი პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა დეკრეტი, რომლის თანახმადაც შეიქმნება საპრეზიდენტო კომისია, რომელიც პრეზიდენტის თქმით “ისტორიის გაყალბებას” შეებრძოლება.

გასულ ივლისს კი ეუთოს რეზოლუციით პაქტის დადების დღე 23 აგვისტო სტალინიზმისა და ჰიტლერიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეთ გამოაცხადეს. საპროტესტოდ რუსეთის დეოლეგაციამ დემონსტრატიულად დატოვა დარბაზი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაგმო ეუთოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იგი ისტორიის ხარჯზე პოლიტიკური მიზნების მიღწევას ისახავს გეგმად. ხოლო რუსეთის პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება იმ მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნის შეურაცხყოფად გამოაცხადა, რომლებმაც რუსი პარლამენტარების თქმით “ევროპის ფაშისტური უღლისგან გათავუისუფლებას” შესწირეს სიცოცხლე.

რუსეთის პარლამენტის ყოფილი დამოუკიდებელი წევრი ვალდიმირ რიჟკოვი აცხადებს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისადმი მთავრობის ასეთი მიდგომა მას აოცებს.

“რატომაა, რომ დღევანდელი რუსეთი, რომელსაც დემოკრატიული კონსტიტუცია აქვს და დემოკრატიული კანონიერების დაცვას ცდილობს, ევროპის ჰიტლერსა და სტალინს შორის გაყოფის ხელშეკრულებას ამართლებს. ახლა ეს შეხედულება უკვე რუსეთის სასკოლო წიგნებში შეიტანეს და იგი რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, პირველ რიგში კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ამ პაქტის პირდაპირი მსხვერპლები არიან ძალზე ვნებს. ჩემის აზრით ამის ახსნა მხოლოდ რუსეთის ლიდერების სტალინისადმი სიმპატიით შეიძლება აიხსნას” გვეუბნება ბატონი რიჟკოვი.

თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ააშკარავებს იმას, რომ მთავრობის ასეთ შეხედულებას მრავალი ადამიანი იზიარებს. ეუთოს რეზოლუციის შემდეგ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ორმოცდაცამეტი პროცენტი ეუთოს მიერ სტალინიზმის და ჰიტლერიზმის დაგმობას ნეგატიურად აღიქვავს. თერთმეტი პროცენტი მიესალმება ეუთოს გადაწყვეტილებას, ხოლო ოცდაერთი პროცენტი გულგრილობას იჩენს საკითხისადმი.

ამასთან გამოკითხულთა ორმოცდაცხრამეტი პროცენტი დარწმუნებულია, რომ რეწზოლუცია მსოფლიოში რუსეთის გავლენის შესუსტებას ისახავდა მიზნად. რუსეთის მეცნიერაბათა აკადემიასთან არსებული ევროპის ინსტიტუტის მკვლევარი დიმიტრი ფურმანი “ისტორიის გაყალბებასთან მებრძოლი საპრეზიდენტიო კომისიის შექმნას” იდიოტურ და უხეირო გადაწყვეტილებად” მიიჩნევს. იგი აცხადებს, რომ სტალინის რეჟიმს უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ვიდრე ჰიტლერისას. თუმცა რუსეთში ბევრს მათი გაიგივება მკრეხელობად მიაჩნია:

“რუსებისთვის პსიქოლოგიურად ძალზე ძნელია მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამმარცხებლების ნაცისტებთან შედარება”. ამბობს ფურმანი.

XS
SM
MD
LG