ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს მოემზადონ H1N1 ვირუსის ახალი ტალღისთვის


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები გააფრთიხილა, რომ მომავალი რანდენიმე თვის განმავლობაში ჰაშ ერთი ენ ერთი ვირუსის ახალი, ტალღისთვის მოემზადონ.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარგარეტ ჩანმა პეკინში ყოფნისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა შესაძლოა ამ ვირუსით ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა დააფიქსირონ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში.

გაერო ირწმუნება, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის განვითარებად ქვეყნებს, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემა არსებობს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები აღნიშნავენ, რომ სააგენტოს მუშაობაში ყველაზე დიდი სირთულეა იმის უზრუნველყოფა, რომ ვაქცინა ყველა ქვეყანაში იყოს ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG