ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ხომალდის  „არქტიკ სის„  ეკიპაჟი მოსკოვში ჩაიყვანეს


გატაცებული რუსული ხომალდის „არქტიკ სის„ ეკიპაჟი და სავარაუდოდ მათი გამტაცებლებიც დღეს რუსეთში ჩაფრინდნენ.

რუსეთის სამმა სამხედრო თვითმფფრინავმა 11 ეკიპაჟის წევრი და 8 გამტაცებელი მოსკოვში შიყვანა . რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გემის კაპიტანი და სამი ეკიპაჟის წევრი „არქტიქ სის“ ბორტზე დარჩნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, ხომალდი შვედეთის სანაპიროებიდან გაიტაცეს 24 ივლისს. გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვდნენ , ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ხომალდის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

ხომალდს , რუსულმა სამხედრო საზღვაო ფლოტმა ატლანტის ოკეანეში მწვანე კონცხის სანპიროებთან მიაგნო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ხომალდი აღმოჩენის მომენტში ეკიპაჟის წევრებს გამტაცებლები იარაღით არ ემუქრებოდნენ.

XS
SM
MD
LG