ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა გეგმავს შეამციროს რუსეთისგან  ბუნებრივი აირის  რაოდენობის  შეძენა


როგორც უკრაინის პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო აცხადებს, უკრაინა გეგმავს შეამციროს რუსეთისგან ბუნებრივი აირის რაოდენობის შეძენა.

ტიმოშენკოს განცხადებით რუსეთისგან უკრაინა წელს 33 მილიარდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს შეიძენს. შემდეგ წლისთვის კი ეს რაოდენობა 25 მილიარდ კუბომეტრამდე შემცირდება.

შეგახსენებთ რომ ბუნებრივ აირის გადასახადთან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს შორის წლის დასაწყისში უთანხმოების გამო ბუნებრივი აირის ტრანზიტი ევროპას 2 კვირით შეუწყდა.

გასულ თვეს ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მიაღწია შეთანხებას გამოეყოს უკრაინას მილიარდ შვიდასიათასი მილიონი დოლარი კრედიტი რათა დაიფაროს რუსეთის ვალი.

XS
SM
MD
LG