ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მთავრობას  დაცვის  სამსახურის  11  ოფიცერი დაკითხვაზე ჰყავს


ერაყის მთავრობას დაცვის სამსახურის 11 ოფიცერი დაკითხვაზე ჰყავს, მას შემდეგ რაც მათ ვერ შეძლეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ბაღდადში განხორციელებული აფეთქებებისას. ეს იყო ყველაზე სისხლიანი დღე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამჟამინდელი მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს მიუახლოვდა ხოლო დაჭრილია 500-მდე ადამიანი. ერაყის ჯარის წარმოამდგენლმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოსტან საუბრისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების დაცვის ოფიცრებს მიცემული აქვთ ინსტრუქცია რათა აეკრძალოს სატვირთო მანქანებს სამთავრობო დაწესებულებებთან მიახლოვება. დღეს მიღებული გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადის ცენტრში. ველოსიპეტზე დამაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG