ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთი ალბანეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარს აპროტესტებს


სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგრადში მდებარე ალბანეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სადაც ალბანეთის პრემიერ-მინისტრის სალი ბერიშას მიერ გაკეთებულ კომენტარს აპროტესტებს. 15 აგვისტოს სატელევიზიო ინტერვიუს მსვლელობისას ბერიშამ ალბანეთსა და კოსოვოს შორის უფრო მყარი კავშირის დამყარებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ კოსოვოს პრემიერთან ჰაშიმ თაჩისთან ერთად შემაფერხებელი ბარიერების, მათ შორის საბაჟო კონტროლის გაუქმებაზე მუსაობას აპირებს. სერბეთი ბერიშას კომენტარს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამით ალბანეთის პრემიერ-მინისტრი სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ილაშქრებს.

XS
SM
MD
LG