ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას აცნობს პარლამენტს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას აცნობს პარლამენტს. კაბინეტის შემადგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ კაბინეტის შესარჩევად ორი კვირა ეძლევა. აჰმადინეჟადის მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაცია 5 აგვისტოს მოხდა. მისმა ხელმეორედ არჩევამ პრეზიდენტის პოსტზე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მისცა ბიძგი. თეირანში სტუმრად მყოფმა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა აჰმადინეჟადს გამარჯვება მიულოცა. მოელიან, რომ ასადი დემონსტრაციების დროს დაკავებული ფრანგი ლექტორის კლოტილდა რეისის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვას სთხოვს ირანის ხელისუფლებას. მანამდე ასადმა ფრანგი ქალბატონის თავდებით გამოშვებას შეუწყო ხელი.

XS
SM
MD
LG