ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა


ერაყის პოლიცია იუწყება, რომ დღეს ბაღდადში განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებას ოთხმოცდათხუთმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია სამას ათი ადამიანი. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმებია მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ამერიკული სამხედრო დანაყოფები ერაყის ურბანული ცენტრებიდან გაიყვანეს. ერთ-ერთი ტერაქტი ბაღდადის ძლიერ დაცულ მწვანე ზონასთან, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტოს შორიახლოს მოხდა. აფეთქების შედეგად ქვეყნის პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ბაღდადის ქალაქის მმართველობის შენობას კი ნაღმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი, ხოლო ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფინანსთა სამინისტროს შენობის შორიახლოს კი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. კიდევ ერთი აფეთქება ერაყის დედაქალაქის ცენტრში განლაგებული სამხედრო ბაზების სიახლოვეს განახორციელეს.

XS
SM
MD
LG