ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავკასიაში ანტიტერორისტული ზომები კიდევ უფრო გაფართოვდება


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ შეიარაღებული მეამბოხეები ჩრდილოეთ კავკასიაში, დაუნდობლად და ემოციების ყოველგვარი გამოვლენის ან დაეჭვების გარეშე უნდა მოკლან.

მედვედევმა ეს კომენტარები დღეს, სტავროპოლში სტუმრობისას გააკეთა. მან ტერირისტების ლიკვიდირების მოწოდება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა ვერ და მყარდება, თუ მათ თარეშს არ მოეღება ბოლო.

რუსეთის მედია ასევე ციტირებას უხდენს პრეზიდენტის სიტყვებს , რომელიც აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტული ზომები კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვადასხვა მიდგომას გააერთიანებას. დეტალები, მედვედევს, არ დაუკონკრეტებია.


XS
SM
MD
LG