ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი-მუნი ავღანელებს  მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში


მიუხედავად სამშაბათს მომხდარი ტერაქტისა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ავღანელებს მოუწოდებს ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ბან კი-მუნის რწმუნებულმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია,რომ „ყველა ქალმა და მამაკაცმა, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია “ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწლეობა, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებას.

გაეროს ეს მოწოდება ავღანელი და საერთაშორისო სამხედრო ოფიციალური პირების შეშფოთებას მოჰყვა. კერძოდ იმას, თუ რა ზგავლენის მოხდენა შეუძლია მეამბოხეთა ტერაქტებს პოტენციურ ამომრჩევლებზე. ავღანეთში სამშაბათს განხორციელებული ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის მთავრობამ მოუწოდა ადგილობრივ და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს არჩევნების დღეს არ გააშუქონ ძალადობრივი ინციდენტები, რათა შიშის გამო შესაძლოა ამომრჩეველმა შეიკავოს თავი არჩევნებში მონაწილების მიღებაზე.

თალიბი მეამბოხეები არჩევნების ჩაშლითა და არჩევნების დღეს მორიგი ტერაქტებით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG