ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოტლანდიის სასამართლო, 1988 წელს ქალაქ ლოკირბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებაში ბრალდებულის მიერ საკუთარი შენდობის აპელაციაზე უარის თქმას დაჰყაბულდა.


შოტლანდიის სასამართლო, 1988 წელს ქალაქ ლოკირბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებაში ბრალდებულის მიერ საკუთარი შენდობის აპელაციაზე უარის თქმას დაჰყაბულდა. სასამართლომ განაცხადა, რომ ლიბიის მოქალაქე აბდელ ბასეტ ალი ალ მეღარის აპელაციის გაუქმების უფლება აქვს, თუმცა ამ პროცესს დრო დასჭირდება. აპელაციაზე უარის თქმა ბრიტანეთსა და ლიბიას შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, პატიმარს სამშობლოში რეპატრიაციის შანსს აძლევს. შოტლანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სიმსივნით დაავადებული მეღრაბის ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. თუმცა გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ედინბურგს მეღრაბის ციხეში დატოვებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ მეღრაბი დამნაშავედ სცნეს ქალაქ ლოკერბის თავზე ამერიკული კომპანიის “პან ამერიკანის” კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების მოწყობაში. ამ ტერაქტს ხომალდის ბორტზე მყოფი ორას ორმოცდაცხრამეტი, ხოლო მიწაზე კი თერთმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობას ამერიკელები წარმოადგენდნენ.

XS
SM
MD
LG