ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: საქართველომ დატოვა დსთ


დღეს , 18 აგვისტოს საქართველომ ერთწლიანი პროცედურების შემდეგ საბოლოოდ დატოვა დამოუკედებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წლის დეკემბერში, როცა საქართველო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის

შემდეგ შეუერთდა დსთ-ს, ე.შევარდნაძის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას 17 წლის წინ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.. ექსპერი გიორგი კერვალიშვილი ამბობს : - კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის შემდეგ მოსულმა ე.შევარდნაძის რეჟიმმა საქართველო შეათრია დსთ-ს სივრცეში, ანუ, რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში.

მისივე თქმით, ე.შევარდნაძის რეჟიმს ამოძრავებდა ის, რომ დანგრეულიყო საქართველო როგორც სახელმწიფო... ” მე მახსოვს, 17 წლის წინ პარლამენტის 90%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის დსთ-ში შესვლას.

- მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესახებ. ახლა რეალობა ასეთია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ი მიითვისა, საქართველო ახლა იძულებული გახდა ქვეყანა ამ სივრციდან გამოეყვანა.

XS
SM
MD
LG