ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მზად არის დასავლეთთან "წინა პირობების გარეშე" აწარმოოს მოლაპარაკებები



ირანის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა დასავლეთის ქვეყნებთან აწარმოოს მოლაპარაკებები ბირთული პროგრამის თაობაზე, ოღონდ ყოველგვარი „წინა პირობების გარეშე.“

ირანის სახემწიფო მედია გაეროს ბირთვულ სააგენტში ირანის წარმომადგენლის (ალი აშგარ სოლტანიეს) ციტირებას ახდენს, რომ „მოლაპარაკებები წინა პირობების გარეშე არის ბირთვული იარაღის საკითხთან დაკავშირებით ირანის პოზიცია.“

ირანის ოფიციალურმა პირებმა წარსულშიც გააკეთეს მსგავსი განცხადებები თეირანის ბირთვულ საკითხზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მაგრამ ისინი დასავლეთთან საკამათო საკითხებზე უკან დახევას არ აპირებენ.

აშშ-მ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობაში დაადანაშაულეს. ირანი კი ირწმუნება, რომ ატომური პროგრამის მთავარი მიზანი ელექტროენერგიის წარმოებაა.

ვაშინგტონმა ირანს მისცა დრო სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე მიიღოს ექვსი დასავლური ქვეყნის შემოთავაზება სავაჭრო პრივილეგიების თაობაზე, თუკი ის გაყინავს ურანის გამდიდრების პროგრამას. გამდიდრებული ურანი გამოიყენება ბირთვული იარაღის წარმოებისათვის.

XS
SM
MD
LG