ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ახალი სტრატეგია ავღანეთში


პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ავღანეთის მიმართ აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკის გადახედვის შედეგად აშშ-მ ახალი სტრატეგიის გატარება დაიწყო ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოსა და ჰეროინით ვაჭრობასთან ბრძოლის საქმეში. აშშ-ი უარს ამბობს ოპიუმის ყაყაჩოს მინდვრების მოსპობაზე, რამაც თავის დროზე არ გამოიღო სასურველი შედეგი და დაიწყო ახალი ტაქტიკის პრაქტიკულად გატარება, რომელშიც მოიაზრება ნარკო-ბარონების მიერ კონტროლირებადი ნარკო-საწყობებისა და გასაღების ცენტრებზე დარტყმები. ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა, რომელიც ახლახანს ავღანეთსა და პაკისტანს ეწვია ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი გახდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ეს ვექტორის ყველზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. როგორც ბატონმა ჰოლბრუკმა განაცხადა ამიერიდან კოალიციური ძალები აღარ მოსპობენ გლეხების ყაყაჩოს მინდვრებს.

-„ ერთადერთი რაც ამ რაეფექტური სტრატეგიით მივაღწიეთ ყო ის, რომ ჩვენდამი მტრულად განვაწყეთ ხელმოკლე გლეხები, რომლებიც თავისი შრომით ზრდიან ამ ყაყაჩოებს. ჩვენი მტერი არა ავღანელი გლეხი, არამედ თალიბი მოთარეშეა“- განაცხადა მან.

ამ აზრს სავსებით ეთანხმება ბრიგადის გენერალი ლორენს ნიკოლსონი, რომელიც აშშ-ის ქვეით მეზთღვაურთა მეორე საექსპედიციო ბრიგადას მეთაურობს ავღანეთის სამხრეთში. ახლახანს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა:

- „ჩვენ უარს ვამბობთ ამ ძველ პრაქტიკაზე. ამერიკელ ქვეით მეზღვაურებს აღარ დაევალებათ ყაყაჩოს მინდვრების მოსპობა. როგორც რიჩარდ ჰოლბრუკმა განაცხადა ავღანეთში ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში იგი პირადად დარწმუნდა, რომ ახალი სტრატეგია გამოიღებს სასურველ ნაყოფს.

-„ ამის თაობაზე პირველი მინიშნება ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისაგან მივიღე. ისინი უკვე პრაქტიკულად ახორციელებენ ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და ნარკოტიკების გასაღების ცენტრებზე სპეც-ოპერაციებს. ისინი იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიას. მათ მიერ ზუსტად იქნა დადგენილი ნარკოტიკების გასაღების ცენტრები, სადაც იყიდება ნარკოტიკების წარმოებისათვის საჭირო ქიმიკატები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, ყაყაჩოს თესლი და დიდი რაოდენობით ოპიუმი. აღმოჩენილი ცენტრები კოალიციურმა ძალებმა უკვე გაანადგურეს. „

ბატონმა ჰოლბრუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს ავღანეთში, რათა ავღანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორი დადგეს ფეხზე.

-„შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთში დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ აშშ-ის ამ ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება ავღანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაუმჯობესებას. სადაც კი არ წავედი ავღანეთში ყველგან დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდნენ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ასობით მილიონ დოლარს ვაბანდებთ ავღანეთის სოფლის მეორნეობაში. ამ თანხის მიწოდება მოხდება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სპეციალური ჯგუფების მიერ, რომლებიც მოქმედებენ ავღანეთის სხვადასხვა პროვინციებში“.

როგორც ბატონმა ჰოლბრუკმა განაცხადა ბევრი რამ ავღანეთში ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყაყაჩოს მინდვრების მოსპობის ტაქტიკაზე უარის თქმა და ნარკოტკების დაგროვებისა და გასაღების ცენტრებზე იერიშის მიტანა დამანგრეველ დარტყმას მიიტანს ნარკო-ბარონებზე და თალიბთა მოძრაობაზე. ამის პარალელურად კი დახმარებას აღმოვუჩენთ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ავღანეთის მოსახლეობის 80ც პროცენტს-განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG