ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 54 დაკარგულად ითვლება


ორშაბათს ბრამლდებლები იუწყებოდნენ, რომ 54 პირი დაკარგულად ითვლება აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე საიანო-შუშენსკაია ჰიდროელექტროსადგზე. ხელისუფლების ცნობით კაშხალის სტრუქტურა დაზიანებული არაა და ამდენად ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

იმის შემდეგ რაც მდინარე ენისეიზე განლაგებული ელექტროსადგურის შენობა ნაწილობრივ წყლით დაიტბორა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეწყვიტა ელექტროენერგიის წარმოება ამ ობიექტზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხსენებული ელექტროსადგური ენერგიას აწვდის რეგიონში მდებარე ალუმინის მწარმოებელ რამდენიმე ქარხანას.

ოფიციალურმა პირებმა ჯერ ვერ დაადგინეს უბედური შემთხვევის მიზეზი, თუმცა არსებობს ინფორმაცია რომლის თანახამადაც ავარიის მიზეზი იყო წყლის წნევის მოულოდნელი შეცვლა, რამაც დააზიანა მილები სამანქანო განყოფილებაში.

XS
SM
MD
LG