ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობამ ოპოზიციურად განწყობილი გაზეთი დროებით დახურა


ირანის მთავრობამ ოპოზიციურად განწყობილი გაზეთი დროებით დახურა. გაზეთი სახელწოდებით “ეროვნული ნდობა” ქვეყნის პრეზიდენტობის დამარცხებულ კანდიდატს მეჰდი კერუბის ეკუთვნის. საბაბად ის დაასახელეს, რომ “ეროვნული ნდობის” ერთ-ერთ გამოშვებაში ნათქვამი იყო ის, რომ საპროტესტო დემონსტრაციების ზოგი დაკავებული მონაწილე ციხეებში გააუპატიურეს. კარუბის კუთვნილი ვებგვერდი აცხადებს, რომ დახურვის განკარგულება ირანის სასამართლომ გასცა. კარუბიმ წერილი მისწერა ერთ-ერთ ძლევამოსილ სასულიერო პირს აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის, სადაც ამტკიცებდა, რომ საპყრობილეებში ქალებსა და მცირეწლოვან ბიჭებს აუპატიურებდნენ. ამ ბრალდებამ ირანის მმართველი წრე ძალზე განარისხა, ხოლო ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა კი ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. გუშინ კი ირანის ოპოზიციის ლიდერმა მირ ჰოსეინ მუსავიმ ახალი სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს ჯგუფი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG