ამერიკელმა სენატორმა ჯიმ ვებმა განაცხადა, რომ ბირმის მთავრობა ბირთვული ამბიციების არსებობას უარყოფს. დღეს ბანგკოკში მყოფმა სენატორმა ჟურნალისტებს მიმართა და განაცხადა, რომ მას ბირმის სამხედრო ხუნტის მეთაურთან გენერალ ტან შვესთან შეხვედრის დროს ეს საკითხი არ წამოუჭრია, თუმცა მიუხედავად ამისა გენერალმა მაინც უარყო ის, რომ თითქოს ბირმაში ბირთვული პროგრამა ხორციელდება. მიმდინარე თვის დასაწყისში ბირმიდან გაქცეულმა პირმა ავსტრალიელ მკვლევარებს განუცხადა ის, რომ ბირმაში ჩრდილოეთ კორეის დახმარებით საიდუმლო ბირთვული პროგრამა ხორციელდება. სენატორი ვები ბირმაში ყოფნის დროს ქვეყნის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს აუნ სან სუ ჯის შეხვდა. სენატორის თქმით, ქალბატონი სუ ჯი ბირმის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქებას ალბათ არ შეეწინააღმდეგება.
ამერიკელმა სენატორმა ჯიმ ვებმა განაცხადა, რომ ბირმის მთავრობა ბირთვული ამბიციების არსებობას უარყოფს
პოპულარული
1