ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს  სამხრეთ კორეა 1945 წელს იაპონიისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლებას აღნიშნავს


სამხრეთ კორეა 1945 წელს იაპონიისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლებას აღნიშნავს. ამ თარიღის აღსანიშნავად დღეს სიტყვით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგ ბაკი გამოვიდა. მან გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ ბირთვული ამბიცია ჩრდილოეთ კორეას არა უსაფრთხოებას არამედ მეტ პრობლემებს უქადის.ბატონმა ლი მუნგ ბაკმა იქვე აღნიშნა რომ ორმა კორეამ კონვენციის მიერ აკრძალული იარაღის შემცირებაზე უნდა იზრუნონ.

გამოსვლისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პირობა დასდო რომ თუ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს სამხრეთ კორეა ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.ჩრდილოეთ კორეა ზეწოლის ქვეშ არის და საერთაშორისო საზოგადოებრიობა მოუწოდებს ბირთვული ამბიციების ირგვლივ ექვსმხრივ მოლაპარაკებას დაუბრუნდეს. შეგახსენებთ რომ ფხენიანმა უკანასკნელი ბირთვული გამოცდა მაისში განახორციელა.


XS
SM
MD
LG