ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ვუდსტოკის 40 წლის იუბილე აღინიშნება


დღეს მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ვუდსტოკის 40 წლის იუბილე აღინიშნება. ფესტივალი რომელიც სამი დღე გრძელდებოდა, მიეძღვნა ამერიკის იმდროინდელ კულტურასა და ხელოვნებას.

ფესტივალი ჩატარდა ნიუ იორკის შტატის სოფელში, ძროხების საძოვარზე. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მუსიკის ისეთმა ბუმბერაზებმა როგირიც იყვნენ და არიან ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰედრიკსი, სანატანა და სხვა მრავალი.

ფესტივალისკენ მიმავალ გზაზე გრძელი და ენით აუწერელი საცობი იყო, რასც ხელი არ შეუწყო სამ-დღიანმა წვიმამ და ტალახმა. ვუდსტოკი დღემდე აღიქმება არა მარტო როგორც მუსიკისა და ხელოვნების საპატივცემულო ღონისძიებად არამედ ფესტივალი ასევე თავისუფლებისა და სიყვარულის ზეიმი იყო.


XS
SM
MD
LG