ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხდა აფეთქება ქალაქ ქაბულში


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბმა მეამბოხეებმა იკისრეს.აფეთქებისას დაიღუპა 7 და დაშავდა სულ მცირე 90 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები.

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ კამიკაძე ტერორისტი მანქანით შევიდა ნატოს შტაბბინის შესასვლელში და აიფეთქა თავი. ნატოს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორია ქალაქში ყველაზე დაცული ადგილია.

თვითმხილველები აცხადებენ რომ აფეთქებამ შეაზანზარა შენობები.

თალიბთა წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა რომ აფეთქება ამერიკის საელჩოსთვის იყო გამიზნული , რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

თალიბებმა ასევ პირობა დასდეს რომ ხელს შეუშლიან ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 20 აგვისტოს ტარდება ავრანეთში. მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას არჩევნებში აცხადებს რომ ავღანელებს თავდასხმები არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ხელს ვერ შეუშლის.


XS
SM
MD
LG