ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხდა შეტაკება ჰამასსა და ალ-ყაიდას მიმდევარ დაჯგუფებას შორის


ღაზას სექტორში მომხდარი შეტაკებისას პალესტინელ მეამბოხეთა დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. შეტაკება მოხდა ჰამასსა და ალ-ყაიდას მიმდევარ დაჯგუფებას შორის. შეტაკებისას დაიღუპა 20 და დაიჭრა სულ მცირე 30 ადამიანი.როგორც ისრაელის სამხედრო რადიო იტყობინება შეტაკებისას ასევე მოკლეს ჰამასის სარდალი აბუ ჯიბრილ შიმალი.

ჰამასის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ექსტრემისტი სასულიერო პირი აბდელ ლატიფ მუსა ნაღმის აფეთქების შედაგად დაიღუპა. თვითმხილველები და უშიშროების ძალები აცხადებენ რომ აფეთქებას აბდელ მუსას სახლთან ჰქონდა ადგილი, მგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია ნაღმი ჰამასის თუ შენობაში გამომწყვდეული მუსას მეამბოხეების მიერ იყო დეტონირებული.მუსა ალ-ყაიდას მიმდევარი დაჯგუფების სახელწოდებით ღმერთის მიმდევარი ჯარისკაცები-ს ლიდერი იყო.

შაბათს მემაბოხეებმა თავი მოიყარეს ქალაქ რაფას მეჩეთში და ჰამასის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა გადაწყვიტეს. მუსამ ქადაგებისას ღაზას სექტორი ისლამურ ემირატად გამოაცხადა და მომხრეებს ისლამური კანონის, შარიათისშემოღებისკენ მოუწოდებდა.


XS
SM
MD
LG