ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ამ დღეებში აფხაზეთის ომს იხსენებს!


აფხაზეთის ომის 17-წლისთავზე აფხაზეთში მცხოვრებმა თენგიზ ლაკირბაიამ საქართველოს მოქალაქეობა ითხოვა. თავის გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას იგი ამბობს, რომ აფხაზეთში ცხოვრება ძალიან ძნელია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რთულია დასაქმება. მისივე თქმით ზამტარში აფხაზეთში შიდა არეულობაა მოსალოდნელი..

აფხაზეთის ომიდან 17-წლისთავზე სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრემიერი ვლ.პუტინი. - რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ბაზებზე 460 მილ. ამერიკულ დოლარს დახარჯავს! - განაცხადა რუსეთის პრემიერმა სოხუმში.

ევროკავშირმა აღნიშნულ ვიზიტტან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა : რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლ.პუტინის აფხაზეთში ვიზიტი რეგიონში სტაბილურობისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ხელს არ უწყობს!

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აცხადებს, რომ მიხვდა კაცობრიობა რუსეთის ზრახვებს.მისივე თქმით, იმიტომ დაიბადა ნაბუკოს პროექტი და სხვა, რომ დასავლეთმა თავი იხსნას ამ მონსტრისგან და რუსეთის ენერგორესურსებზე აღარ იყოს დამოკიდებული.


XS
SM
MD
LG