ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირში


პარასკევს, ახალგაზრდების მიერ გამართული ინდოეთის საწინააღმდეგო პროტესტის დასაშლელად ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ქაშმირის დედაქალში პოლიციამ ცრემსადენი გაზი გამოიყენა.

პარასკევის ლოცვის შემდეგ, სრინაგარის მთავარი მეჩეთიდან ათობით ახალგაზრდა დაიძრა პროტესტის გამოსახატავად. ისინი წვავდნენ ინდოეთის დროშებს, გაისმოდა პაკისტანის მხარდამჭერი ლოზუნგები და ისროდნენ შაშხანებს. დემონსტრანტებმა უშიშროების ძალებს ქვები დაუშინეს, სანამ ისინი პოლიციის ძალებმა დაშალეს.

ქაშმირის ისლამისტი სეპარატისტები ორი ათწლეულის განმავლობაში იბრძვიან პაკისტანთან შეერთებიათვის ან თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისათვის.

სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, ინდოეთის შტატები გაფრთხილებულები იყვნენ გაეძლიერებინათ თავიანთი უსაფრთხოების ზომები კვირას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებების წინა პერიოდში.

სრინაგარის უშიშროების ოფიცრები ამბობენ, რომ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული სტადიონზე, სადაც გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები.

ინდოეთი აღნიშნავს ბრიტანეთის კოლონიური ძალაუფლებისაგან თავისი დამოუკიდებლობის 62-ე წლისთავს.

XS
SM
MD
LG