ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ლიდერები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ


პაკისტანის ლიდერები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ, აღნიშნავენ რა ინდოეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების განმტკიცებას და ავღანეთის საზღვარზე ტომებით დასახლებული მოსახლეობისთვის ახალი უფლებების დაწესებას.

დღეს პოლიცია და უსაფრთხოების ძალები დღესასწაულის დროს განსაკუთრებულად მობილიზებულნი იყვნენ, რათა სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს არ ჩაეშალათ ზეიმი.ისლამაბადის ქუჩებში ბავშვები მღეროდნენ სიმღერებს და პაკისტანის დღოშებს აფრიალებდნენ. კარაჩიში შედგა სამხედრო აღლუმი .

დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ სიტყვაში პრემიერ მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა, რომ მას სურს მშვიდობა მის ყველა მეზობელ ქვეყანასათან და გამოთქვა იმედი რომ დიალოგი ინდოეთთან გაგრძელდება. მან აგრეთვე პირობა დადო რომ იგი იბრძოლებს ტერორიზმის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ კი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხსნის აკრძალვას პოლიტიკური აქტივობის შესახებ ტომებით დასახლებულ რეგიონში.


XS
SM
MD
LG