ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ გაგრაში აფეთქება მოხდა


რუსულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით,12 აგვისტოს აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს, ქალაქ გაგრაში ნაგვის ურნაში განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების ამოქმედების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.შეგახსდნებთ,რომ გაგრაში მომხდარ აფეთქებას 52 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაიჭრა ოთხი ადამიანი, ერთერთი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.გუშინ, სოხუმში მომხდარი მეორე აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. სეპარატისტული დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, სოხუმში მომხდარ აფეთქებას პუტინის სოჭში გამგზავრების შემდეგ რამდნეიმე საათში ქონდა ადგილი.ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გააკრიტიკა პუტინის ვიზიტი აფხაზეთში, აღნიშნა, რა რომ ეს ვიზიტი ხელს ვერ შეუწყობს რეგიონში მდგომაერობის სტაბილობას.ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა.

XS
SM
MD
LG