ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევმა უკრაინის ხელმძღვანელობა ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა


უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ვერა იულანჩენკომ განაცხადა რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის კრიტიკა უკრაინის ხელისუფლების მისამართით მისი იმპერიული აზროვნებით არის გამოწვეული.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის შინაურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

სამშაბათს დიმიტრი მედვედევმა უკრაინის ხელმძღვანელობა ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და ამის გამო გადადო რუსეთის ახალი ელჩის გაგზავნა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG