ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვანდალებმა საბჭოთა ძეგლი შეურაცხყვეს ესტონეთში


რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ესტონეთის მთავრობას ოფიციალური საჩივრით მიმართეს მას შემდეგ რაც ძეგლზე, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცების საფლავების ადგილმდებარეობას აღნიშნავს, უცნობმა პირებმა ვანდალური თავდასხმა განახორციელეს და ნაცისტური ნიშნებით მორთეს.

ორშაბათს ვანდალებმა სვასტიკები და სიტყვები “ჰეილ ჰიტლერი” დაახატეს ძეგლზე, რომელიც ცნობილია როგორც ‘ბრონზის ჯარისკაცი,’ და რომელიც ტალინთან მახლობლად მდებარე სასაფლაოზეა განთავსებული.

ინტერფაქსის სააგენტოს ცნობით რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ ესტონეთის პოლიციამ საკადრისად დასაჯოს დამნაშავე პირები.

აღსანიშნავია რომ ხსენებული ძეგლი და ჯარისკაცთა ნეშტი 2007 წელს გადაიტანეს ტალინის ცენტრიდან სამხედრო სასაფლაოზე იმის შემდეგ რაც ძეგლის გამო დაიძაბა მდგომარეობა რუს და ესტონელ ნაციონალისტებს შორის.


XS
SM
MD
LG