ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციის ლიდერები ვანო მერაბიშვილს ხვდებიან!


როგორც ცნობილი გახდა, ქართული ოპოზიციის ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისთვის ემზადებიან. პირველი ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე ორი დღის წინ მეთიუ ბრაიზამ გააჯღერა: იგი მიესალმა ოპოზიციის ლიდერების მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში, კმაყოფილება გამოთქვა, რომ პოლიტიკურმა დისკუსიებმა ქუჩიდან სხვადასხვა ადგილებში გადაინაცვლა, აღნიშნა, რომ ოპოზიციამ დაიწყო თანამშრომლობა პარლამენტთან და თქვა, რომ ირაკლი ალასანია დათანხმდა სეხვედრაზე შს მინისტრთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები ძალადობის საკითხს დააყენებენ. ეს შეხვედრა თავის წვლილს შეიტანს ძალადობის დამარცხებაში , არნიშნა ბრაიზამ ბრიფინგზე.

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ქუჩის აქციების ფორმამ თავისი თავი ამოწურა, მისივე თქმით შემოდგომაზე ქართულ პოლიტიკურ ასპარესზე ახალი პილიტუკური ლიდერები გამოჩნდებიან, რომლებიც დღემდე დღევანდელი ლიდერების ჩრდილში იმყოფებოდნენ. ახალი პოლიტიკური ლიდერები , მამუკა არეშიძის თქმით, ახალი თაობის წარმომადგენლები იქნებიან..

XS
SM
MD
LG