ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის და იუნის კენედი


იუნის კენედი შრაივერი, ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის და სპეციალური ოლიმპიური თამაშების დამაარსებელი, 88 წლის ასაკში მასაჩუსეტის შტატის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ქალბატონ შრაივერის ოჯახმა გააკეთა განცხადება. იგი ქალაქ ქეიპ კოდში საკუთარი სახლის მახლობლად არსებულ საავადმყოფოში ინსულტით მიიყვანეს, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა. იგი საზოგადოებისთვის ცნობილია 1968 წელს დაარსებული სპეციალური ოლიმპიური თამაშებით, რომელშიც გონებრივად ჩამორჩენილი და ხეიბარი ადამინიები იღებენ მონაწილეობას. თამაშების დაარსება უკავშირდება მისი დის როზმერის ავადმყოფობას, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საავადმყოფოში გაატარა.

თამაშების პოპულარობა ამჟამად იმდენად გაზრდილია, რომ მასში დაახლოებით 150 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG