ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ოპოზიციის განცხადებით, ძალადობას 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისას 69 ადამიანი დაიღუპა.

ალი რეზა ბეჰეშტიმ, რომელიც ალიანსშია ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატთან მირ ჰუსეინ მუსავისთან, პარლამენტის წინაშე იმ 69 ადამიანის სია წარადგინა რომლებიც პროტესტის დღეებში დაიღუპნენ. მისი განცხადებით პარლამენტი გამოიძიებს ამ ინცინდენტებს.

თავის მხრივ ირანის მთავრობა აცხადებს რომ დაღუპულთა რიცხვი არ აღემატება 30-ს. ამასთან ნობელის პრემიის ლაურეატი ირანელი შირინ ებადი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რომელსაც გაერო გაუწევს მონიტორინგს.

ეს განცხადება მან სამშაბათს სამხრეთ კორეაში ვიზიტისას გააკეთა. მისი განცხადებით ახალმა არჩევნებმა გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლოა ხელი შეუწყოს ძალადობის დასრულებას.


XS
SM
MD
LG