ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთში ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მისი მეუღლე მოკლეს


ჩეჩნეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩეჩნეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მისი მეუღლე მოკლულები იპოვეს გატაცებიდან დაახლოებით 24 საათში.

უფლებების დამცველი ჯგუფის „მემორიალის" ოფიციალური პირის ალექსანდრე ჩერკასოვის განცხადებით, ზარემა სადულაევასა და მისი მეუღლის გვამი გროზნოს მახლობლად აღმოაჩინეს.

როგორც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინინისტრო აცხადებს ისინი მანქანის საბარგულში იპოვეს და ორივეს ნატყვიარი ჰქონდა.

სადულაევა ჩეჩნეთში არსებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში „გადაარჩინე თაობა"-ში მუშაობდა სადაც ომის შედეგად ტრავმირებულ ბავშვებს ეხმარებოდა.

სადულაევა და მისი მეუღლე შეიარაღებულმა პირებმა სამუშაო ადგილიდან გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG