ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა გადადო ელჩის გაგზავნა უკრაინაში


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაადანაშაულა უკრაინის მთავრობა 'ანტი-რუსული' პოლიტიკის გატარებაში და ამის გამო მან გადადო ახალი ელჩის გაგზავნა კიევში.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სამშაბათს, დმიტრი მედვედევმა ახსნა საკუთარი შეხედულებები ღია წერილში, რომელშიც იგი მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს.

ბატონი მედვედევის თქმით, ახალი ელჩის დანიშნვნის ზუსტი თარიღი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად 'პოზიტიურად' განვითარდება ორმხრივი ურთიერთობები.

პრეზიდენტი მედვედევი გამოთქვამს იმედს, რომ უკრაინის მთავრობა მზად იქნება ურთიერთობების გამუჯობესებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში იანვარშია დაგეგმილი.


XS
SM
MD
LG