ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს სექტემბერში ახალი სახალხო დამცველი ეყოლება


სექტემბერში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ეყოლება. უკვე ერთი თვე დარჩა სოზარ სუბარის სამუშაო პერიოდიდან. დღეს ის განვლილი წლების წარმატებულ და წარუმატებელ საქმეებზე საუბრობს, საქმეებზე, რომელსაც ის ახალ ომბუდსმენს უტოვებს და ფიქრობს, რომ ისინი ადრე თუ გვიან უნდა შესრულდეს. სოზარ სუბარი – მე მახსოვს გიგა ბოკერიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისი ღირსების საკითხია, ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიება, მაგრამ ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. ჩემი ღირსების საქმე ნამდვილად არის როგორც ვალერი გელაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, როინ ვაშაძის საქმეების გამოძიება. ესენი იმდენად ნათელი მაგალითებია სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის, რომ მე ვერ მოვისვენებ ვიდრე ეს საქმეები არ იქნება გამოძიებული.

მე ძალიან მწყდება გული, რომ არასწორი მოლოდინები მქონდა, იმედი მქონდა რომ ჩვენ ვაშენებდით დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ მივიღეთ ავტოკრატია სადაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. ამ ოფისში ცხოვრობდა ლავრენტი ბერია, მე მოვიტანე აქ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის სული. სხვა ახალი მე აქ არაფერი შემომიტანია. ჩემი ანდერძი იქნება რომ ყველა ადამიანის უფლება არის თანაბარი და ერთ შემთხვევაზე გაჩუმება ნიშნავს ამ ოფისის, ამ სული გაქრობას და სიკვდილს - ეს არ უნდა იქნას დაშვებული. - ახალი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში სახალხო დამცველის რანგში მუშაობას სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს, საზოგადოების ყურადღება და მოლოდინი ბუნებრივია გამძაფრებულია.

სოზარ სუბარის ნდობის ხარისხი ერთერთი ყველაზე მაღალი იყო, ვნახოთ როგორ შეინარჩუნებს ამ ნდობას ახალი ომბუდსმენი.

XS
SM
MD
LG