ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახი მკვლელობის გამოძიებას ფარსად ახასიათებს


ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახი ამბობს, რომ ჟურნალისტის მკლელობის გამოძიება „ფარსია“ და რომ მთავრობა ინდიფერენტულია ამ დანაშაულის გახსნის მიმართ.

ანა პოლიტკოვსკაიას ორი შვილის, ილიასა და ვერას კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა ორშაბათს, გაზეთ, „ნოვაია გაზეტაში.“ წერილის გამოქვეყნება მოხდა სამხედრო სასამართლოს მიერ მათი მიმართვისათვის უარის თქმიდან სამი დღის შემდეგ. მიმართვაში ისინი ითხოვდნენ 2006 წლის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმ სამი ბრალდებულის საქმის ხელახლა გადასინჯვას, რომლებსაც ადრე მკლელობის ხელშეწყობის ბრალდება მოუხსნეს.

წერილში ნათქვამია, რომ „თითქმის სამწლიანი გამოძიება საბოლოოდ ფარსად იქცა“. მიმდინარე საქმის გადასინჯვის შესახებ კი წერილი ამბობს, რომ „ ეს არის მცდელობა მთავარი კითხვისაგან საზოგადოების ყურადღების გადატანის მიმართულებით: ვინ შეუკვეთა მკვლელობა?“

XS
SM
MD
LG