ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადსა და ერაყის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქებისას დაახლოებით 46 ადამიანი დაიღუპა.
ორ სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები შიიტებით დასახლებულ ქალაქ მოსულში აფეთქდა.დაიღუპა დაახლოებით 28 ადამიანი და დაიჭრა 150.ოფიციალური პირების განცხადებით, მოსულთან ახლოს მდებარე ხაზნის დასახლებაში კი 35 საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ მოსულში სუნიტი მეამბოხეები არიან გამაგრებული. ამ ქალაქში რიგი თავდასხმები სწორედ სუნიტების ორგანიზებით განხორციელდა.
დღესვე, ბაღდადში, პოლიციის განცხადებით, სამი აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა 94 ადამიანი.16 ადამიანი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა, როცა ხალხი სამსახურის საშოვრად ბაღდადის შიიტურ უბანში იყო შეკრებილი.
მესამე ბომბი ბაღდადის სამხრეთით მდებარე საიდაიას უბანში აფეთქდა.დაიღუპა ორი და დაშავდა 14 ადამიანი.