ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერები კვირას შეხვდნენ მექსიკაში


ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერები კვირას შეხვდნენ მექსიკაში. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის ლიდერები კვირას შეხვდნენ მექსიკაში ეგრედ წოდებულ ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა მაღალი დონის თათბირზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, კანადის პრემიერ მინისტრი სტივენ ჰარპერი და მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი მონაწილეობას მიიღებენ თათბირში, რომელიც ორი დღის მანძილზე ქალაქ გუადალაჰარაში გაიმართება.

როგორც იუწყებიან, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერები ისაუბრებენ ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და მექსიკაში ნარკოტიკებით მოვაჭრე კარტელებით გამოწვეული მზარდი ძალადობის აღმოფხვრის თემებზე.

კანადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო მექსიკა მესამე.

ამერიკის შეერთებული შტატების ორმა მეზობელმა ქვეყანამ გააკრიტიკა ვაშინგტონის მიერ ახლახან დამტკიცებულ 787 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელ კანონმდებლობაში ჩადებული მუხლი, რომლის თანახმადაც უპირატესობა ენიჭება ამერიკაში წარმოებულ პროდუქციას. ხსენებული მუხლის შესაბამისად საზოგადოებრივ სამუშაოებში სავალდებულოა შეერთებულ შტატებში წარმოებული მასალების გამოყენება, თუმცა კონგრესმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში, რითაც დაშვებულია სხვადასხცა გამონაკლისები.

კანადისა და მექსიკის მთავრობები აცხადებენ, რომ ხსენებული მუხლის შემოღებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა საზღვის გაღმა მდებარე საწარმოებს.


XS
SM
MD
LG