ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაითულა მესუდი მოკლეს


პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში გადამდგარმა გენერალმა ჯიმ ჯონსმა განაცხადა რომ პაკისტანელი თალიბების ლიდერი ბაითულა მესუდი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

როგორც ამბობენ მესუდის სიკვდილის შემდეგ თალიბების ორ მეთაურს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა პირველეობისათვის ბრძოლის გამო, თუმცა ამერიკელმა გენერალმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით შეტაკება ვალი-ურ რაჰმანსა და ჰაკიმულა მესუდს შორის მოხდა, თუმცა თალიბთა კიდევ ერთი ხელმძღვანელი ნურ საუდი საერთოდ უარყოფს ამგვარი შეხვედრის ფაქტს.


XS
SM
MD
LG