ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი: რუსეთი არ შეცვლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას



რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან მომხდარი ომის ერთი წლისთავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით აღნიშნა.

მედვედევმა დღეს, 8 აგვისტოს დაესწრო ცერემონიას სამხედრო ბაზაზე და ჯილდოები გადასცა იმ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეცვლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას.

საქართველოს პრეზიდენტმა კი ომის ერთი წლისთავის აღნიშვნისას რუსეთს ბრალი დასდო საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში.

XS
SM
MD
LG