ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-რუსეთის ომის წლისთავი: საუბრობს ამერიკელი ექსპერტი კენეტ სტარი


ვესაუბრებით ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ კენეტ სტარს, რომელიც თავის აზრს გვიზიარებს საქართველოში შარშან აგვისტოში რუსეთთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ:

"საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება ამ ეტაპზე ცუდად არ გამოიყურება, თუმცა იყო შოკი შარშანდელი ომის შემდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში მდგომარეობას განსხვავებული აზრის გამხატვის საშუალება საზღვრავს, იზრდება ოპოზიციის როლიც.

ვფიქრობ, რომ ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ერთადერთი ნამდვილი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთმა აქამდე ვერ მოახერხა მისი ზოგადი მხარდაჭერის კონკრეტული, აქტიური ქმედებებით გამოხატვა.

რუსეთს ხელს ვერავინ შეუშლის თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში, მაგრამ საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერა ესაჭიროება."

ამერიკის ხმა-როგორ უნდა აიცილონ თავიდან დაპირისპირებულმა მხარეებმა მდგომარეობის შესაძლო გამწვავება, რას ურჩევთ ქართულ მხარეს?

კენეტ სტარი-"მე არ მიმაჩნია მართებულად საკითხის ასე დასმა: არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს ვინც ამბობს, რომ ქართულმა მხარემ რაიმე გადაწყვეტილებით ან მოქმედებით ამ ომის დაწყება განაპირობა. ბევრს დასაველთში და პირველ რიგში გერმანიას, მიაჩნია, რომ ქართულმა მხარემ ამ ომის დაწყებას შეუწყო ხელი. მე მინდა ვთქვა, რომ პირიქით, ქართველებს არაფერი არ გაუკეთებიათ საამისოდ და ეს ცალსახად რუსეთის მიზეზით მოხდა. სამწუხაროდ დღესაც ასე ხდება. რაღა თქმა უნდა, საქართველომ რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოახდინოს, მაგრამ მგონი საქართველო არც ამას არ გააკეთებს."

"მე ვფიქრობ, რომ დასავლეთმა, კერძოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი რამ უნდა გააკეთოს:

პირველი: უფრო აქტიურად ჩაებას პროცესებში და სრული პასუხისმგებლობა იკისროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად, თვითმართველობის უფლებით, და მეორე: სასწრაფოდ დაეხმაროს საქართველოს იარაღით, რომელიც მას ასე ესაჭიროება, რათა ნებისმიერი სამომავლო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის თავდასხმის საფასური გაზარდოს.

ერთი წუთითაც არ მგონია, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთს შეუძლია რუსეთის თავდასხმა შეაჩეროს, მაგრამ მას შეუძლია გაზარდოს ამ თავდასხმის საფასური. მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ დაიცვან საქართველო. არ მგონია რომ გერმანია ამ ძალისხმევაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრრამ ამერიკამ და ევროპს დანარჩენმა სახელმწიფოებმა აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან. თუკი საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის რუსეთი და საერთაშორისო საზოგადოება ამ პრეცედენტს დაუშვებს, მაშინ შესაძლებელია რომ ანალოგიური მოქმედება განხორციელდეს ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, აზერბაიჯანის ან ცენტრალური ევროპის ქვეყნების წინააღმდეგაც. ამერიკა და ევროპა პასიური დამკვირვებლის როლში არ უნდა დარჩნენ."

XS
SM
MD
LG