იუნის კენედი შრაივერი , რომელიც დამაარსებელია სპეციალური ოლიმპიური თამაშების და აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის დაა საავადმყოფოში იმყოფება.
მასაჩუსეთის შტატის ქეიპ ქოდის საავადმყოფოს სპიკერის განცხადებით 88 წლის ეუნის შრაივერი პარასკევს კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. დეტალებზე ავადმყოფობის შესახებ საავადმყოფოს წარმომადგენელს არ უსაუბრია.
ქალბატონი შრაივერი საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა იმყოფება. მისი ოჯახის წევრები, ქალიშვილის მარია შრაივერის ჩათვლით მეუღლესთან კალიფორნიის გუბერნატორთან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად საავადმყოფოში იმყოფებიან.
ქალბატონი შრაივერი საზოგადოებისთვის ცნობილია მის მიერ 1968 წელს დაარსებული სპეციალური ოლიმპიური თამაშებით. ეს თამაშები განკუთვნილია ხეიბრ