ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დაკავებული  პოლიტ-პატიმრების ჯგუფი სასამართლოს წინაშე წარსდგება


ირანის მედია იუწყება, რომ ამა წლის 12 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პროტესტების დროს დაკავებული პოლიტიკური პატიმრების მეორე ჯგუფი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ერთი კვირით ადრე მსგავსი სასამართლო პროცესი ჩატარდა სადაც 100 პოლიტმატიმარისა და დემონსტრანტის საქმე ისმინებოდა.

შაბათს ბრალდებულებს შორის იყვნენ ირანის რეფორმისტი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ფრანგი ლექტორი კლოდიტ რეისი , ამასთან ერთად იყვნენ საფრანგეთისა და ინგლისის საელჩეოების ირანელი თანამშრომლებიც.

ფრანგ ლექტორს ბრალად ედებოდა ინფორმაციის შეგროვება და დემონსტრანტების წაქეზება.

ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს ჰუსეინ რასამის, რომელიც გასულ თვეს გაათავისუფლეს თავდებში ჯაშუშობა ედება ბრალად. ბრიტანეთის საგარეო უწყება მის გასამართლებას მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს შეუსაბამობაში მოდის ირანის ოფიციალური პირების მხრიდან მიცემული გარანტიების გამო.ირანის სახელმწიფო მედია ხაზს უსვამს ბრიტანეთის აქტიურ როლს არჩევნების შემდგომ პროტესტებში და ზოგადად დასავლეთის ძალისხმევას ირანის მთავორბის გადაგდებაში.


XS
SM
MD
LG