ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველკვირეულ რადიო გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე. მან იქვე აღნიშნა რომ ეს მომავალი წინსვლისა და განვითარების საწინდარია.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა რომ გავრცელებული ჭორები ობამას მიერ ეუთანაზიისა თუ ღარიბი და საპენსიო ასაკის ამერიკელთათვის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შეწყვეტის შესახებ არ შეეფერება სინამდვილეს.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე გააკრიტიკა სადაზღვევო კომპანიები და და განაცხადა რომ მისი ჯანდაცვის რეფორმა უპირატესობას მიანიჭებს დაზღვევის მომხმარებელს.

როგორც ვირჯინიის გუბერნატორის პოსტზე ნომინირებული რესპუბლიკელი ბობ მაკდონელი აცხადებს უმუშევართა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ მაღალია. მან იქვე დასძინა რომ რესპუბლიკელთა პოლიტიკა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ფონზე დაბალი გადასახადებისა შენარჩუნებასა და სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების გაიოლებას ითვალისწინებს.

რესპუბლიკელმა ბობ მაკდონელმა იქვე დაამატა რომ რესპუბლიკელები ემხრობიან ჯანდაცვის სისტემაში რეფორმის გატარებას იმ შმეთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თავისუფალი ბაზრის პრინციპებს მოერგება.


XS
SM
MD
LG