ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია: მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის არავინ არ დასჯილა



ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი "საერთაშორისო ამნისტია” აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის ომის დროს სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის არავინ არ გასამართლებულა.

ომის პირველ წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ ანგარიშში, ორგანიზაცია ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ჯარებმა არავითარი ზომები არ მიიღეს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში სამოქალაქო პირების დასაცავად. ათობით ადამიანი იქნა მოკლული.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულ ჯარებსაც არ გაუკეთებიათ არაფერი იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის მილიცია შეეჩერებინათ რეგიონის სოფლების ქართული მოსახლეობის სახლების გაძარცვისა და განადგურებისაგან. "საერთაშორისო ამნისტია" ადანაშაულებს რუსულ ჯარებს ქართულ სოფლებისა და ქალაქებზე შეტევების განხორციელებაში, რომლის დროსაც სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენდა.

სანამ სიმართლე არ გაირკვევა და დამნაშავეები პასუხს არ აგებენ, მხარეებს შორის შერიგება და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება შესაძლებელი

-აცხადებს ორგანიზაცია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რო 30,000 ეთნიკური ქართველი, რომელიც იძულებული იყო თავისი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა შეირაღებული ბრძოლების დროს, კვლავ ვერ ახერხებს დაბრუნებას.

უფლებათა დაცვის ჯგუფი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში არსებული არასტაბილური სიტუაცია ხელს უშლის მოსახლეობას ახალი ცხოვრების მშენებლობის დაწყებაში.

XS
SM
MD
LG