ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევრობამ იკლო



ამერიკის უმუშევრობის მაჩვენებელი ივლისის თვეში მოულოდნელად დავარდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისი ამერიკაში, შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს.

დღეს, ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უმუშევრობა ამჟამად ცხრა მთელ ოთხ მეათედ პროცენტს შეადენს, რაც ოდნავ დაბალია, ვიდრე ივნისის თვეში დაფიქსირებული უმუშევრობა. ამდენად, ივლისში პირველად 2008 წლის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებლის კლებას ჰქონდა ადგილი. ამერიკულმა კომპანიებმა ივლისის თვეში 247 ი ათასი ადამიანი დაითხოვეს სამსახურებიდან. ეს ციფრი, როგორც ჩანს ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ამერიკის დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა.

მთლიანობაში, ამერიკაში მოსახლეობის 14ტ ნახევარი პროცენტია დაუსაქმებელი.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამა უკვე აღნიშნა, რომ 787 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელმა პაკეტმა მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება შესძლო.

XS
SM
MD
LG