ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: ავღანეთში მეტი ჯარებია საჭირო


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი გენერლაური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბების დასამარცხებლად მეტი ჯარებია საჭირო.

რასმუსენმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბიბისის განუცხადა, რომ ავღანეთის სამხრეთში მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი დაფიქსირდა და ეს სწორედ ამ ბოლო დროს დამატებითი ჯარების დისლოცირების შედეგად მოხდა.

რასმუსენი, რომელიც დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრია, აცხადებს, რომ ეტაპობრივად ავღანეთის ჯარისა და პოლიციისთვის კონტროლის გადაცემა ნატოს საქმიანობის წარმატება იქნება.

აშშ უკვე განაცხადა, რომ მისი მეთაურები უფრო მეტი ჯარისკაცის დისლოცირებას განიხილავენ ავღანეთში. ასევე საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა გეგმა, რომლის ძალითაც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები ჩავლენ.

გუშინ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანადელი ჯარისკაცები, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო, შინ 2011წელს დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG