ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი ანკარაშია


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ანკარაშია მოსკოვის მიერ დაგეგმილი სამხრეთ დინების გაზის მილსადენისათვის თურქეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ბატონი პუტინი ხვდება თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჩეფ თაიფ ერდოგანს ერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შესათანხმებლად. ამ პროექტებში იგულისხმება ბირთვული ენერგეტიკის პროექტები და გაზის მილსადენი. ორი ლიდერი აპირებს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას თურქეთის წყლებში მილსადენის მშენებლობაზე. რუსეთის სამთავრობო წყაროების მიხედვით, იტალიის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი შეუერთდება რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების გარკვეულ ნაწილში. სამხრეთ ნაკადი გადაიტანს ცენტრალური აზიის გაზს რუსეთიდან ევროპაში. მილსადენი გაივლის შავი ზღვის ქვეშ და გვერდს აუვლის უკრაინას. ხუთშაბათის შეხვედრის წინ პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული თურქეთისათვის რაიმე გაზის სამარკეტინგო უფლებების მინიჭება.


XS
SM
MD
LG