ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი სომალის პრეზიდენტს ნაირობიში ხვდება


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სომალის მთავრობას აღუთქვა ამერიკის მხარდაჭერა ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხუთშაბათს ნაირობიში სომალის პრეზიდენტ შეიხ შარიფ შეიხ ახმადთან შეხვედამდე კლინტონი სიტყვით გამოვიდა.

მან აღნიშნა, რო აშშ-ს სურს მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ შარიფს სომალიში ძალაუფლების განმტკიცებაში. ეს ქვეყანა ქაოსსა და კონფლიქტში იმყოფება ადრეული 1990-იანი წლებიდან.

მან ასევე დახმარება აღუთქვა აფრიკული კავშირის სამშვიდობო მისიას სომალიში, რომელიც იცავს ძირითად სამთავრობო ობიექტებს.

ივნისში აშშ-მ განაცხადა, რომ სომალის მთავრობის დასახმარებლად იარაღი იქნა გაგზავნილი. გასულ კვირას, აფრიკის პირველმა დიპლომატიურმა პირმა, ჯონი კარსონმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის დამატებითი დახმარების გასაწევად.

XS
SM
MD
LG