ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში ახალი სასამართლო სხდომა გაიხსნა


დღეს რუსეთის სასამართლომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაია მკვლელობის საქმის ირგვლივ ახალი სასამართლო სხდომა გახსნა. როგორც ცნობილია,რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ივნისში გააუქმა თებერვალში ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმეში დაკავებული ადამიანების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

რუსეთის ბევრი მოქალაქე თვლის, რომ პოლიტკოვსკაიასა და ნატალია ესტემიროვას მკვლელობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. რუსეთის ადამიანის უფლებების წამყვანი აქტივისტები ქვეყნის პრემიერ მინისტრს ვლადიმერ პუტინს ბრალს სდებენ, რომ იგი ჩეჩნეთში დაუსჯელობის კლიმატის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, ნატალია ესტემიროვას 2007 წელს ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ჯილდო გადაეცა. ისინი კოლეგები და მეგობრები იყვნენ.

XS
SM
MD
LG