ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადი მეორე ვადით აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას


თეირანში გამართული ცერემონიის შემდეგ, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აგრძელებს მუშაობას.

აჰმადინეჟადმა დღეს ირანის პარლამენტის წინაშე დადო ფიცი. მის ხელახლა არჩევას პრეზიდენტის პოსტზე, აჰმადინეჟადმა უპრეცედენტო გამარჯვება უწოდა ირანელი ხალხისა და ისლამური ისტაბლიშმენტისთვის.

თვითმხილველთა განცხადებით, თეირანში პოლიციამ სულ მცირე ერთი ადამიანი დააკავა რამდენიმე ასეული მოპროტესტის მონაწილეობით მიმდინარე დემონსტრაციისას.

ირანის ოპოზიციამ დემონსტრაციების ახალი ტალღის მოწყობა სწორედ ინაუგურაციის დღეს დაამთხვია. ირანელ ოპოზიციონერთა განცხადებით, 12 ივნისის არჩევნები გაყალბდა, თუმცა ოფიციალური თეირანი ირწმუნება, რომ ხმის მიცემის პროცესი სამართლიან გარემოში ჩატარდა.

გუშინ, ირანის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მეჰდი ქარუბიმ განაცხადა, რომ აჰმადინეჟადის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება. კარუბიმ გაზეთ ელ პაისს განუცხადა, რომ არც თავად იგი და არც ოპოზიციის წამყვანი წევრი მირ ჰოსეინ მუსავი აჰმადინეჟადის მთავრობაში არასდროს არ იმუშავებენ.

XS
SM
MD
LG